ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ 2017 წლის შემაჯამებელი რეპორტი გამოაქვეყნა. საწვავის ეკონომიის მხრივ ავტომწარმოებლებს სააგენტო 1975 წლიდან აფასებს. 2017 წელს კი ლიდერად Japan-Mazda Motor Corporation დაასახელეს.
რეპორტი აჯამებს საწვავის აკონომიის ტენდენციებს და აფასებს ავტომწარმოებლებს მოდელების მიხედვით. მაზდას საშუალო მოხმარება იყო 29.6 მილისთვის 1 გალონი (ანუ 12.58425 კმ - ლიტრით) ანუ რეალური საშუალო წვა 100 კმ-ზე 7 ლიტრი.
მაზდას მისიაა გაამდიდროს ადამიანების ცხოვრება ეკოლოგიურად და ახალი ტექნოლოგიების განვითარების წყალობით წლიდან წლამდე აღწევს თავის მიზნებს. SKYACTIV ტექნოლოგია არის მაზდას პირველი პრიორიტეტი: ინოვაცია, ენერგიის ეფექტური გამოყენება, მანევრირებადი კორპუსი და შასი.
მაზდა იმედს იტოვებს, რომ შექმნის მომავალს, რომელშიც ადამიანებს და დედამიწას შეეძლება თანაარსებობა ზიანის მიყენების გარეშე.